
ლუკა კურტანიძე შენდობას სთხოვა ოჯახის წევრებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვეტერანი ჩემპიონი და პარტია ” ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე შენდობას სთხოვდა ოჯახის წევრებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა თავად დაზარალებულ ყოფილ ცოლზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თქვა მხოლოდ ის, რომ დანაშაული რომელიც მან ჩაიდინა პროვოცირებული იყო.
კურტანიძე მოსამართლე ნინო სახელაშვილს პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვს და ირწმუნება, რომ საპატიმროში მისი არცერთი დღე სინანულისა და ცრემლის გარეშე არ გასულა.
“ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა დღეს მისი სიტყვა სასამართლოში “ოცნების” მიმართ მადლობით დაიწყო, თქვა, რომ ციხეში მსჯავრდებული ადამიანად გრძნობს თავს და ეს სწორედ ივანიშვილის გუნდის დამსახურებაა.
“მიუხედაცად იმისა, რომ პროვოცირებული იყო ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და მინდა მომცეთ იმის საშუალება და შანსი რო უდიდესი პასუხისმგებლობით გავაგრძელო ცხოვრება”, – განაცხადა კურტანიძემ.
“ოცნების” ყოფილი დეპუტატის ადვოკატი პროცესზე ირწმუნება, რომ კურტანიძის მიმართ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის შეიძლება მიიმალოს, ამიტომ სხდომათა დარბაზიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ასევე მისი წარსული და პიროვმება, რომ ის არ არია ნასამართლევი, და არ არსებობს მტკიცებულება რომ მიიმალება, რომ ჩაიდენს დანაშაულს, ასეთი ვერ წარმოადგინა პროკურორმა საქმეში ვერ ჩადო, ის არასდროს გაქცევია პასუხისმგებლობას, ის არის საჯარო პირი და იმ რთულ წლებშიც კი როცა ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა, მაშინ არ გაუვლია გონებაში რო მიმალულიყო და ბოლომდე დარჩა რომ ებრძოლა. მას ასევე ბევრი სახელმწიფო ჯილდო და სპორტული მიღწევა აქვს. ჩვენ დაზარალებულს ვედავებით რომ თაღლითურად მიითვისა ქონება”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში მიუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.
კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ბრალდებებს კიდევ ახალი მუხლი – საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა