არტანუჯში მეფე აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინესს
აღმოჩენილია მეფე აშოტ დიდის საფლავი!
ისტორიული არქეოლოგიური აღმოჩენა!არქეოლოგებმა არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე აშოტ დიდის საფლავი აღმოაჩინეს
არტანუჯის ციხე-ქალაქში პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის — აშოტ დიდის საფლავი, IX საუკუნის მონარქის, რომელმაც კავკასიის ბედი განსაზღვრა. არტანუჯის ციხე-ქალაქი მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, წარმოადგენდა კლარჯეთის ცენტრს. ართვინის რეგიონში, ამჟამინდელ ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს.
უახლესმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელიც Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტის, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგებმა დაადასტურეს, ნათელი მოჰფინა საუკუნეების მანძილზე არსებულ ისტორიულ საიდუმლოს.
„ჩვენ მეცნიერულად დავადასტურეთ მეფე აშოტის სამარხის აღმოჩნენა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ნეშტი არ შემონახულა, არსებული მტკიცებულებები ეჭვის საფუძველს აღარ გვიტოვებს, რომ სწორედ აქ განისვენებდა დიდი ქართველი მეფე.“ — ამბობს დოქტორი ოსმან აითექინი, არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი.
აშოტ I დიდი (ცნობილი აშოტ I კურაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. აშოტ I კურაპალატმა შუასაუკუნეების კავკასიის ბედი განსაზღვრა. ქვეყანას მართავდა მისი ძალაუფლების ცენტრიდან — ტაო-კლარჯეთიდან, მთიანი რეგიონიდან, რომელიც თანამედროვე თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე ვრცელდება. აშოტმა გააერთიანა ქართული სამთავროები ბაგრატიონთა დინასტიის ქვეშ, აღადგინა ქრისტიანული მონასტრები და საუკუნოვანი შემოსევების შემდეგ ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა დაუბრუნა.
ბიზანტიის იმპერიის მიერ საპატიო ტიტულით — კურაპალატი — აღიარებული აშოტი ერთდროულად იყო როგორც მებრძოლი, ასევე რეფორმატორი — ხიდი იმპერიებსა და სარწმუნოებებს შორის. მისი მკვლელობა, რომელიც დაახლოებით 826 წელს მოხდა და აღწერილია შუასაუკუნეების წყაროში — „ქართლის ცხოვრებაში“, ეპოქის დასასრულად იქცა. იმავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ იგი დაკრძალეს არტანუჯის ეკლესიის ქვეშ — ეს მინიშნება გახდა საფუძველი იმისა, რომ თანამედროვე არქეოლოგები საბოლოოდ მიიყვანა აშოტ დიდის სამარადისო განსასვენებლის აღმოჩენამდე.
2025 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს აითექინის გუნდმა გათხრები დაიწყო პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ნაწილში. ჩამონგრეული ქვების ფენების ქვეშ მათ აღმოაჩინეს ორი მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანის თაღოვანი სამარხი — სრულად შენარჩუნებული ქვის სათავსო, რომელიც აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების დროიდანვე იყო დალუქული. როდესაც არქეოლოგებმა სამარხი გახსნეს ცარიელი აღმოჩნდა — არ იყო არც ნეშტი, არც არტეფაქტები, არც სამეფო ნიშნები. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ზუსტი მდებარეობა – აფსიდის ქვეშ სრულად ემთხვეოდა საუკუნეების წინანდელ ქართულ აღწერებს აშოტის დაკრძალვის ადგილის შესახებ.
„ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის, ზომები, სტრუქტურა და წერილობითი წყაროები – ყველა გზას აქ მოვყავართ. პირველად შეგვიძლია ვთქვათ სრული სამეცნიერო დარწმუნებით — აღმოჩენილია მეფე აშოტ დიდის საფლავი.” განმარტავს აითექინი.
წყარო: არქეოლოგოური სამეცნიერო გამოცემა – Arkeonews



