
” სკოლები 11 წლიან სწავლებაზე უნდა გადავიდნენ”-ირაკლი კობახიძე
“ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილში უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე, – განათლების ახალი რეფორმის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
კობახიძემ განაცხადა,რომ რეფორმაზე აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო.
„ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე,სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის,ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას. სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება,“- განაცხადა კობახიძემ.