” დასანანია რაც ხდება”- კობახიძე ღარიბაშვილზე
1 min read

” დასანანია რაც ხდება”- კობახიძე ღარიბაშვილზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ “რაც ხდება, ადამიანურად ძალიან დასანანია”.

💬 „ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია რა თქმა უნდა, ის რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“, — თქვა კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *