ირაკლი ღარიბაშვილს 1 მილიონი ლარი გირაო დააკისრეს თავისუფლების სანაცვლოდ
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სასამართლომაღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა.
სხდომას ესწრება თავად ყოფილი პრემიერიც. მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის სასამართლოს შენობაში ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად, გვერდითა შესასვლელიდან შეიყვანეს
გიორგი გვარაკიძე: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 1 000 000 ლარის შეფარდების შესახებ.
ის სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: “ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.
თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
