საქართველოს არაბიზაცია- არაბული ქალაქები საქართველოში
მოგეხსენებათ, ამ პროექტთან დაკავშირებით, შეთანხმება ხელი აბუ-დაბიში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში ხელი უკვე მოეწერა.
არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) წერს,რომ დაგეგმილი პროექტებიდან ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში განხორციელდება. დედაქალაქში პროექტი „კრწანისის პარკი“ განხორციელდება.
საუბარია საცხოვრებელ კორპუსებსა და საოფისე ფართებზე, რომელიც 590 ჰექტარზე მოეწყობა.
კერძოდ რის აშენებას გეგმავს არაბული მხარე თბილისში და როგორი იქნება პროექტი?


რის აშენებას გეგმავს არაბული მხარე გონიოში და როგორი იქნება პროექტი


რამდენიმე თვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი,დღეს ძალაშია.
როგორც ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება დაახლოებით, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტრით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტრით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. არსებული პირობებით, სახელმწიფო კაპიტალის მოზიდვის კომპონენტში ჩართული არ იქნება და აღნიშნული რისკი ინვესტორის მხარეს იქნება“.
ინვესტორი უშუალოდ ჩადებს 6,6 მილიარდ აშშ დოლარს თუ მისი ვალდებულება მხოლოდ „კაპიტალის მოზიდვა“ იქნება, გაურკვეველია, თუმცა მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციას Eagle Hills-ი ჩადებს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთი კომპანიიდან მოზიდულ 6,5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ მინისტრმა
გონიოსა და კრწანისის პროექტების რენდერები თავის გვერდზე უდევს შპს „იგლ ჰილს საქართველოს“, რომელმაც თბილისში ოფისიც გახსნა.
„იგლ ჰილს საქართველო“ თბილისში 2025 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის დირექტორია ორმაგი [ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები] მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი. კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი/დამფუძნებელი კი იყო შპს „ჯაონა ინვესთმენთ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
„იგლ ჰილს საქართველოს“ მეწილე, კომპანიის დაფუძნებიდან ხუთ თვეში, 2025 წლის სექტემბერში შეიცვალა და ამჯერად 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები].
კომპანიას, სადაც საქართველოს სახელმწიფო 33 პროცენტი წილის მფლობელი იქნება, სავარაუდოდ, ცალკე დააფუძნებენ.
„ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“ – განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
2 264 823 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი [ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია] გონიოში 2025 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფოს საკუთრებაშია ასევე მომიჯნავე 314 177 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უშუალოდ პლაჟთან [ანუ ჯამში 257,9 ჰექტარი].

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია“, მათ შორის – [ჭოროხის დელტაში, ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ] საზღვრებე.წ ” ზურმუხტის ქსელის “კორექტირება.
საკითხავია, რა უნდა მოუხერხოს ხელისუფლებამ ამ ტერიტორიას?
ერთი სიტყვით,გონიოს არაბული ინვესტიციისთვ8ს ამზადებენ,რამაც ქართული ოპოზიციის და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
მოგეხსენებათ,არაბების ნლნიერ საცხოვრებელი კორპუსებ8სა და სავაჭრო ცენტრების აშენება და ორი ქალაქის აშენება,ნიშნავს, არაბების დიდი რაოდენობით შემოსვლას,იმ დროს როცა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა კატრასტროფულად მცირდება.
თქვენ რას ფიქრობთ მკითხველო?
მოხდება საქართველოს არაბიზაცია?

