1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა ერთჯერადად აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვთ 2025 წლის 16 დეკემბრამდე
18 000 ათასს საქართველოს მოქალაქეს სხვადასხვა მიზეზით ჩამორთმეული აქვს მმართვის მოწმობა. ამინისტიის თანახმად, 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა ერთჯერადად აღუდგებათ იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ 2025 წლის 16 დეკემბრამდე.
უფრო კონკრეტულად კი მართვის მოწმობებს დაუბრუნებენ იმ მძღოლებს, რომლებსაც პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45-ე პრიმა, 115-ე სეკუნდა, 116-ე და 123-ე მუხლით ჩადენილ სამართალდარღვევებს ედავება .
ამნისტია არ შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ან რეალიზაციის/გასაღების გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად, მძღოლს ტრანსპორტის მართვის უფლება შეიძლება შეუჩერდეს 3 წლამდე, ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. უფლება არ შეიძლება შეჩერდეს 15 დღეზე ნაკლები პერიოდით.