“ასფალტი ვჭამოთ?! სკვერები ვჭამოთ, თუ რა ქნას ხალხმა?!”-ვატო სურგულაძე
ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს
“იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! სკვერები ვჭამოთ, თუ რა ქნას ხალხმა?! – ყველა თქვენი პრემიერ-მინისტრი იყო კორუმპირებული ან ერის გამყიდველი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატმა, ვატო სურგულაძემ ააკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ვატო სურგულაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, საქართველოში და დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.იმაზე,რომ მინისტრები და ჩინოვნიკები ყვეყანას ძარცვავდნენ და ბავშვების წილ ფულს ჭამენ.
„ყველაფერ სიკეთეს გისურვებთ 2026 წელს, 2025-მა არ გაამართლა. დიდი მადლობა პოლიტინფორმაციისთვის, მაგრამ იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! ბავშვების 35% სკოლაში მშიერი დადის, კორუფცია… არაა ხომ კორუფცია?! ლილუაშვილი საბავშვო ბაღებს ძარცვავდა. ამას მივხედოთ ჯობია, ჩვენს საქმეს მივხედოთ. მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! სკვერები ვჭამოთ, თუ რა ქნას ხალხმა?! ახალ წელს რომ პრობლემა იყო, ფასები რომ გაზრდილია… ერთი მითხარით, რომ ამბობთ ფასების გაზრდაზე, ვინ არის მფლობელი ქსელური მარკეტების?! „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები! ზოგს მილიონები აქვს გადარიცხული. ამაზე ვისაუბროთ და არა მსოფლიოში რა ხდება. ამაშია პრობლემა. არ ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე რაც ქალაქშია – ნაგვის გატანაზე, ჰაერის დაბინძურებაზე და კორუფციაზე. ყველა თქვენი პრემიერ-მინისტრი, ალბათ ამასაც ,] რომ პრემიერ კობახიძეს მიადგებიან მალე, იყო კორუმპირებული ან ერის, სამშობლოს გამყიდველი.
მოდით ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს,“ – განაცხადა ვატო სურგულაძემ.
