“წაიღე ბრალი უკან”
1 min read

“წაიღე ბრალი უკან”

💬 „წაიღე ბრალი უკან“ – მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ავალიანის ოჯახის გასაჩუმებლად დააკავეს

 

შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ის შიმშილობას იწყებს

 

💬 „შიგნით არ შემომიშვებთ?! – გარეთ ვიშიმშილებ! დღეიდან ეს ადგილი იქნება ჩემი სასაფლაო, მაგრამ ჩემს შვილს არ დაგითმობთ, რადგან უდანაშაულოა!“ – ამბობს სოფო ძნელაძე

 

🗣️ ის ფიქრობს, რომ მის შვილს ბრალი პროკურორმა გენერალური პროკურორის დავალებით დაუმძიმა

 

💬 „ძალა აღმართს არ ხნავს და განახებ ამას. ყველაფრის მკადრებლებო, იმათზე უარესებო. უსინდისოებო. კორუმპირებული ხარ [გიორგი გვარაკიძე]“, – თქვა სოფო ძნელაძემ

 

📸 ფოტო: ილია რატიანი / რადიო თავისუფლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *