“რეიტინგის გაზრდისთვის უნდა ჩადოთ ინვესტიცია და არა იმისთვის, რომ დაანგრიოთ განათლების სისტემა” – ცირა ბარამიძე
უკვე რამდენიმე დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყეს პროფესორ- მასწავლებლებლებმა,რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ახალი რეფორმის თანახმად,თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდნენ.
“ბოდვა იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი რეიტინგი მეცნიერული გაიზრდება, საცოდავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მას სჭირდება რომელიღაც სხვა უნივერსიტეტთან შემოერთება იმისთვის, რომ რეიტინგი გაეზარდოს.
ძვირფასო რეფორმატორებო, რეიტინგის გაზრდისთვის უნდა ჩადოთ ინვესტიცია, ფინანსური მხარდაჭერა და არა ის, რომ დაანგრიოთ განათლების სისტემა.” -გაბაცხადა პროფესორმა ცირა კუპატაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე.
