აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს
1 min read

აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს

აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს აღნიშნული ცნობა მათ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.

ტელეკომპანია CNN, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სამიზნეს ირანში მდებარე სამხედრო ობიექტები წარმოადგენს.

ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.


ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება და მისი მიზანი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *