ირანმა ნახჩევანის აეროპორტი დაბომბა
დღეს დილით ირანმა აზეირბაიჯანის ტერიტორია დაბომბა,კერძოდ, ნახიჩევან8ს აეროპორტი.
ნახიჩევანის აეროპორტის მიმდებარედ სკოლებიდან მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა აეროპორტზე ირანული ე.წ. შაჰიდის დრონით თავდასხმა..
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მრჩეველმა სამშაბათს განაცხადა, რომ თეირანი მიზანში ამოიღებს მტრის ნავთობის მიწოდების ხაზებს და არ დაუშვებს რეგიონიდან ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას.
ირანის მუქარა „მტრის ნავთობსადენებზე” დარტყმის შესახებ მხოლოდ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება გულისხმობდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია”.
გამოცემა „მილდ ისთ აი” თავის არაბულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ხაზებში პირველ რიგში სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი იგულისხმება.
„ირანის მუქარა „მტრის ნავთობსადენებზე” დარტყმის შესახებ მხოლოდ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება გულისხმობდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია”, – განაცხადა წყარომ.
მისივე ინფორმაციით, დარტყმა, შესაძლოა, მილსადენის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე განხორციელდეს, რომელიც ირანთან უფრო ახლოს მდებარეობს
