„მაისში დაგეგმილია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან“
„აპრილში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მეც მქონდა შეხვედრა მასთან, არამხოლოდ მე, ბევრი შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამ ვიზიტის შედეგი იყო სწორედ სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ის პროგრესი, რაც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ აქამდე მივსულიყავით, ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი.
მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო თებერვლიდან დღემდე, რაც გავიარეთ,მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, „სტრატეგიული თანამშრომლობის თავიდან დაწყების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ სწორად უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია თავად ამერიკის შეერთებული შტატების მხარეზე დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სურვილი საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის. ამ დრომდე განხორციელებული ზარებით, შეხვედრებით თუ კომუნიკაციით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს სურვილი არსებობს და იმედი გვაქვს, რომ უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება ურთიერთობებში“-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გმაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
