დაურ ბუავა-” ავაშენოთ მშვიდობის ხიდები”-რაზე  ოცნებობდა გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერი
1 min read

დაურ ბუავა-” ავაშენოთ მშვიდობის ხიდები”-რაზე ოცნებობდა გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერი

ის იყო აფხაზი და ის უყვარდათ! 💔

დაურ ბუავამ 2022 წელს თბილისში თანამოაზრეებთან ერთად ახალგაზრდული მოძრაობა „ამრა“ დააფუძნა და აქტიურად მუშაობდა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. მან განახორციელა არაერთი პროექტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის მიზნით, უპირისპირდებოდა რუსულ პროპაგანდას და საუბრობდა კონფლიქტის გადაჭრის თანამედროვე გზებზე.

„აფხაზ თანატოლებს ვეტყოდი, რომ დღეს აფხაზეთი ძალიან რთულ პერიოდშია და სწორედ ახლა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთთან კავშირი კი არ დავკარგოთ, არამედ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და კედლების ნაცვლად ავაშენოთ მშვიდობის ხიდები. ძალა ერთობაშია. მჯერა, რომ ჩვენ, აფხაზებს და ქართველებს, ერთად შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი მიწა და ერთად ავაშენოთ მომავალი”.

ეს კადრები არის ​ნაწყვეტი 2023 წლის დოკუმენტური ფილმიდან „The Road of Muhajiri“, რომლის იდეის თანაავტორი და მონაწილეც დაურ ბუავაა.

რამდენიმე დღის წინ აფხაზი ბლოგერი   დაურ ბუავა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *