„საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქში შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნებისთვის, შესაძლოა, პირი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცეს“
1 min read

„საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქში შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნებისთვის, შესაძლოა, პირი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცეს“

„საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქში შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნებისთვის, შესაძლოა, პირი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცეს“- ამის შესახებს ამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

tv Pirveli-ს ჟურნალისტმა მაღალჩინოსანს ჰკითხა:

„თუ შეიძლება საჯაროდ ფეისბუქ პოსტების გამო მოქალაქეები დააკავონ? როგორ უნდა დაარწმუნოთ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, რომ ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა? ვინ უნდა განსზღვროს სიძულვილის ენა?“, – რაზედაც მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში საქართველო საერთაშორისო პრაქტიკით ხელმძღვანელობს და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

დიახ. პირველი შემფასებელი იქნება შსს-ს შესაბამისი სამმართველო, მაგრამ ამის საბოლოო შემფასებელი იქნება სასამართლო, ისევე როგორც ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში ხდება. თუ ბრიტანეთში საჯარო პოსტი ითვლება შეურაცხყოფად, შეიცავს შეურაცხყოფის ელემენტებს და არა კრიტიკას… კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს – ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თუ საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებელ ფრაზად – ამ შემთხვევაში, დიახ, მათ შორის შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის თუ პირთა ჯგუფის მიმართ და ეს პრეცენდენტები უკვე გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება ახალი პრაქტიკის გამოგონება, ეს პრაქტიკა მსოფლიოში უკვე დამკვიდრებულია. მათ შორის ევროპული ქვეყნები წარმატებით ებრძვიან სიძულვილის ენას“, – განაცხადა მდინარაძემ.

 მამუკა მდინარაძემ  შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ დააანონსა, რომლის საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებას უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *