“ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს”
1 min read

“ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს”

ქართული მედიცინის კიდევ ერთი ფიასკო,რა ხდება კლინიკებში? უცოდინარი ექიმები კლავენ პაციენტებს.

ელემენტარული პროცედურაც კი სიცოცხლისთვის საშიშია.

რა მოხდა ბათუმის კლინიკაში? 13 წლის მოზარდი ,რომელიც თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში,მას ხელი ჰქონდა მოტეხილი. გავრცელებული ინფორმაციით  ლუკა ჩხიკვიშვილს ანესთეზიის დიდი დოზა გაუკეთეს და ოპერაციის დაწყებამდე 20 წუთში გარდაიცვალა.

“ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს” | წერს სოციალურ ქსელში კლინიკაში გარდაცვლილი 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე სოციალურ ქსელში

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *