“14 წლის აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის, რა ლამაზი იყავი ბიჭო”
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, სულ რამდენიმე მოთხრობაა, რომელიც 5-6 სიტყვისგან შედგება, მაგრამ ამბავს გიყვება, რომლის გადმოცემასაც ტომები შეიძლება დაჭირდეს.
ასეთია ვანის ქვაბებიშიც, კედელზე, შეიძლება სულაც ფრჩხილებით, მოხუცი მონაზვნის მიერ ამოკაწრული სიტყვებიც:
“თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის,
რა ლამაზი იყავი ბიჭო…”
ავტორი ოლეგ სუხიტაშვილი.
წარმოგიდგენიათ?! 14 წლისას უყვარდა, მაგრამ ჩააცვეს შავი კაბა და მოსწყვიტეს ამ ქვეყანას ბავშვი, ვინ იცის რამდენი ღამე უთენებია და უსველებია ცრემლებით სამონაზვნე კაბა, რამდენჯერ დასწვია გული სიმწრით, 74 წლისას კიდევ ახსოვდა ის, “რა ლამაზი იყავ ბიჭოო” მთელი ცხოვრება იგლოვა ალბათ. ალბათ როგორი სიმჭრით კაწრავდა კლდის კედელზე, მოხუცი უკვე დანაოჭებული და აკანკალებული ხელებით ამ სიტყვებს.
ამ რამდენიმე სიტყვაში მთელი სიცოცხლეა ამოქარგული, სიცოცხლის სევდაც და ბედნიერებაც, ფილოსოფიაც და სულის კივილიც.
არ მგონია ჰემინგუეს, ო,ჰენრის ან სხვათა შემოქმედება შეედაროს ვანის ქვაბებში, საუკუნეების წინ, ბნელი გამოქვაბულის კუთხეში მჯდარ ცრემლით დასველებული მოხუცი მონაზვნის ამ ტკივილიან ამოძახილს. რო შეგძრავს და ცხადად აგრძნობინებს მის მკითხველს იმ განცდას, რასაც თავად ამ სიტყვების ამომკაწვრელი გრძნობდა.
ილიას განდეგილივით მასაც ასეთი ერგო “გზა ხსნისა” სამწუხაროდ ალბათ.ი