პანსიონატში გაზრდილი ბავშვი როგორ იქცა ფრანგული კინოს  ლეგენდად
1 min read

პანსიონატში გაზრდილი ბავშვი როგორ იქცა ფრანგული კინოს ლეგენდად

💠როგორ იქცა პანსიონატებში გაზრდილი ბავშვი, ფრანგული კინოს ლეგენდად

როგორც ვიცით, ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და, მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ალენ დე­ლო­ნი 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ალენ დე­ლო­ნი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო. 88 წლის ლე­გენ­და­ზე ბოლო დროს შვი­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ და დრო­დად­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ფო­ტო­ებს და ვი­დეო კად­რებს უზი­ა­რებ­დნენ.

დე­ლო­ნის ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია საფ­რან­გეთ­ში ტაბ­ლო­ი­დუ­რი პრე­სის პირ­ველ გვერ­დებ­ზე ხში­რად ხვდე­ბო­და. მი­ზე­ზი მის შვი­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ვაა.

გარ­და ამი­სა, 88 წლის ალენ დე­ლო­ნის შვი­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ჰქონ­დათ მის მომ­ვლელ­თან და ამ­ბობ­დნენ, რომ ფუ­ლა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მომ­ვლე­ლი ცდი­ლობ­და ალენ დე­ლო­ნის ნდო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და ამ­ბობ­და, რომ მსა­ხი­ობ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და.

მსა­ხი­ო­ბი ხში­რად იხ­სე­ნებ­და მის ცოლს – ნა­ტა­ლი დე­ლონს

,,ნა­ტა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა სიყ­ვა­­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი იყო“, – იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბის ვაჟი მა­მის სი­ტყვებს.

ალენ დე­ლო­ნი ბო­ლოს სა­ჯა­როდ 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც მას სა­პა­ტიო ოქ­როს პალ­მის რტო გა­დას­ცეს.

🎗ბავ­შვო­ბა:

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი და სექს-სიმ­ბო­ლო ალენ დე­ლო­ნი პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან სოში (Sceaux) 1935 წლის 8 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. მსა­ხი­ობ­მა ბავ­შვო­ბა პა­ტა­რა ქა­ლაქ ბურ-ლა-რენ­ში გა­ა­ტა­რა. დე­ლო­ნის მშობ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან მდიდ­რე­ბი – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბის მამა, წარ­მო­შო­ბით კორ­სი­კე­ლი ფა­ბი­ე­ნი, პა­ტა­რა კი­ნო­დარ­ბა­ზის – “რე­ჯი­ნას” მფლო­ბე­ლი იყო. დე­ლო­ნის დედა – ედი­ტი ფარ­მა­ცევ­ტი იყო, თუმ­ცა ქმრის კი­ნო­დარ­ბაზ­ში კონ­ტრო­ლი­ო­რად მუ­შა­ობ­და.

ბავ­შვი 3 წლი­საც არ იყო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წინ­დნენ, მათ ოჯა­ხე­ბი ცალ-ცალ­კე შექ­მნეს, დე­ლო­ნი კი დე­დას­თან დარ­ჩა სა­ცხოვ­რებ­ლად. დე­დას, რო­მე­ლიც ახა­ლი ქმრის ძეხ­ვე­უ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, აღარც დრო და აღარც ენერ­გია რჩე­ბო­და შვი­ლის აღ­საზ­რდე­ლად. ამის გამო ედიტ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ალე­ნი ნე­რო­ე­ბის ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი­ყო. ოჯა­ხი მომცრო სახ­ლში ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ორ ნა­ბი­ჯში იყო ფრე­ნის ცი­ხეს­თან, ხოლო მა­დამ ნე­როს მე­უღ­ლე ცი­ხე­ში გუ­შა­გად მუ­შა­ობ­და. დე­ლონ­მა ნე­რო­ე­ბის ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა, მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა, მსა­ხი­ო­ბი მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუნ­და. დე­ლონს ბავ­შვო­ბი­დან რთუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. თა­ვად მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებ­და, რომ “აუ­ტა­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლი­სა და სის­ტე­მა­ტუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბის გამო” პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა პან­სი­ო­ნა­ტე­ბი­დან აგ­დებ­დნენ.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ შვი­ლის კლა­სი­კურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი უნდა და­ე­ვი­წყე­ბი­ნათ. ამი­ტომ, მათ გა­და­წყვი­ტეს ალე­ნის­თვის ძეხ­ვის და­მამ­ზა­დებ­ლის პრო­ფე­სია შე­ეს­წავ­ლე­ბი­ნათ. მით უმე­ტეს, რომ სა­მო­მავ­ლოდ ალე­ნი შეძ­ლებ­და მა­მი­ნაც­ვლის – პოლ ბუ­ლო­ნის საქ­მე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ერთი წლის შემ­დეგ ალენ დე­ლონ­მა მი­ი­ღო დიპ­ლო­მი და პა­რი­ზის ძეხ­ვე­უ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო.

🎗არ­მია

17 წლის ასაკ­ში დე­ლონს ახა­ლი ოც­ნე­ბა გა­უჩ­ნდა – გამ­ხდა­რი­ყო მფრი­ნავ-გა­მომ­ცდე­ლი. მაგ­რამ მის ოც­ნე­ბას ახ­დე­ნა არ ეწე­რა. იმ წელს სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში მი­ღე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ხოლო მომ­დევ­ნო წლამ­დე ცდა თა­ვად დე­ლონს არ სურ­და. ამი­ტომ, ალე­ნი ფრან­გულ არ­მი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. ეს მას პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვით არ გა­უ­კე­თე­ბია – მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბამ და­ა­ინ­ტე­რე­სა. 200 000 ფრან­კი წე­ლი­წად­ში – სწო­რედ ამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ ფრან­გი ოფიც­რე­ბი 1953 წელს. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­გაზ­რდა დე­ლო­ნი ბრეს­ტის ბი­უ­რო­ში, მატ­რო­სე­ბის ნაკ­რებ­ში გაგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მისი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა არა­საკ­მა­რი­სი იყო მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სი­ის ასათ­ვი­სებ­ლად. ახალ­გაზ­რდა დე­ლონს ორი გზა ჰქონ­და, გამ­ხდა­რი­ყო შიკ­რი­კი, ან ეს­წავ­ლა. დე­ლონ­მა მე­ო­რე გზა აირ­ჩია. ამ­გვა­რად ალენ დე­ლო­ნი პონ-რე­ან­ში, საფ­ლო­ტო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, ხოლო ცოტა ხან­ში ინდო-ჩი­ნე­თის ომში გა­იწ­ვი­ეს. “ომმა ჩემ­ში სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა – მან ჩემ­ში ილუ­ზი­ი­სა და იმე­დის ნარ­ჩე­ნე­ბი ჩაკ­ლა. მე იქ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვეჩ­ვიე ბავ­შვად ყოფ­ნას. იქ ბევ­რი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ თავს მა­მა­კა­ცად ვგრძნობ­დი, თუმ­ცა მა­შინ ასე­თი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ “მა­მა­კაცს” ვთა­მა­შობ­დი – ია­რა­ღი მქონ­და”, – იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

🎗კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

1956 წელს პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ალენ დე­ლონ­მა ელი­სეს მინ­დვ­რებ­თან ახ­ლოს ერთ-ერთ ლუ­დის ბარ­ში მიმ­ტა­ნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მსა­ხი­ო­ბის ფეთ­ქე­ბად­მა ხა­სი­ათ­მა აქაც იჩი­ნა თავი და ის რამ­დე­ნი­მე დღე­ში სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და. “ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, მეტრდო­ტე­ლი, უფ­რო­სი ოფი­ცი­ან­ტი – ყვე­ლა მე მიყ­ვი­რო­და. ჩემი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის მსა­ხუ­რად დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო”, – იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, უმუ­შე­ვარ, უფუ­ლო და უსახ­ლკა­რო დე­ლონს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ სურ­და მშობ­ლი­ურ ბურ-ლა-რენ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მა­შინ მე­გობ­რებ­მა ალენს ურ­ჩი­ეს, რომ თა­ვი­სი ფოტო პრო­დუ­სე­რე­ბის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ასეც მო­იქ­ცა, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა დე­ლო­ნი უა­რის გარ­და, ვე­რა­ფერს იღებ­და. “თქვენ ზედ­მე­ტად ლა­მა­ზი ხართ, კა­რი­ე­რას ვერ აი­წყობთ”,- ეუბ­ნე­ბოდ­ნენ პრო­დუ­სე­რე­ბი. თუმ­ცა, დე­ლო­ნი ბრძო­ლის გა­რე­შე და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და და სხვა­დას­ხვა კი­ნო­სინ­ჯებ­ზე მი­დი­ო­და.

ერთ-ერთ ასეთ სინ­ჯზე დე­ლო­ნი შეხ­ვდა დამ­წყებ მსა­ხი­ობ ჟან-კლოდ ბრი­ა­ლის. ისი­ნი და­მე­გობ­რდნენ და ერ­თად გა­ემ­გზავრნენ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე იმ იმე­დით, რომ რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი მათ შე­ამ­ჩნევ­და. ახალ­გაზ­რდე­ბის ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა. დე­ლო­ნი ჰო­ლი­ვუ­დის “ტა­ლან­ტე­ბის გა­მომ­ჭერ­მა” ჰარი უილ­სონ­მა შე­ამ­ჩნია. რომ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი­ნო­სინ­ჯე­ბის შემ­დეგ დე­ლონს ამე­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. იმის­თვის, რომ 7 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი მი­ე­ღო, მას ერთი პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნეს – 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გლი­სუ­რი ენა უნდა ეს­წავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­ლო­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწავ­ლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყო­ველ­თვის ზე­და­პი­რუ­ლი იყო, პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლა მო­მა­ვალ­მა მსა­ხი­ობ­მა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და­ი­წყო და აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბა­საც აპი­რებ­და.

და ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა ფრან­გი ამე­რი­კა­ში კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ბრი­ა­ლიმ კი­დევ ერთხელ შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა. მან დე­ლო­ნი კი­ნო­რე­ჟი­სორ ივ ალეგ­რეს გა­აც­ნო. რე­ჟი­სო­რი ფილ­მის­თვის – Send a Woman When the Devil Fails მსა­ხი­ობს ეძებ­და. დე­ლო­ნი არა მხო­ლოდ რე­ჟი­სორს, არა­მედ მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ედ­ვიჟ ფე­ი­ერ­საც (Edwige Feuillère) მო­ე­წო­ნა. 1957 წელს დე­ლო­ნი აღ­ნიშ­ნულ ფილმში გა­და­ი­ღეს – ეს მისი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი იყო.

🎗პირ­ვე­ლი რო­ლე­ბი და აღი­ა­რე­ბა

კი­ნო­დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ დე­ლო­ნი მარკ ალეგ­რემ გა­და­ი­ღო ფილმში – Be Beautiful But Shut Up, მაგ­რამ ძმე­ბი ალეგ­რე­ბის ფილ­მებ­ში პა­ტა­რა რო­ლებს ალე­ნის­თვის აღი­ა­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია. ნამ­დვი­ლი აღი­ა­რე­ბა მსა­ხი­ობ­თან 1960 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც შედ­გა რენე კლე­ი­მა­ნის დე­ტექ­ტი­უ­რი სუ­რა­თის Purple Noon (Plein soleil) პრე­მი­ე­რა. მა­შინ ალა­პა­რაკ­დნენ დე­ლონ­ზე, რო­გორც ნიჭ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ეხა­მე­ბო­და “ეშ­მა­კის სული” და “ან­გე­ლო­ზის სახე”. მსოფ­ლიო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ დე­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გა­რე­თაც გა­იც­ნეს. ამ დროს დე­ლო­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას იღებს ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის­გან – ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის­გან. ასე და­ი­წყო იტა­ლი­უ­რი ხანა დე­ლო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

60 -იან წლებ­ში მას ყო­ველ წელს იღე­ბენ ფილმში. დე­ლო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამ პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბია: “როკო და მისი ძმე­ბი”; “ლე­ო­პარ­დი”; “მე­ლო­დია სარ­და­ფი­დან”; “დაჩ­რდილ­ვა”; “შავი ტიტა”…

1965 წელს დე­ლო­ნი ბო­ლოს და ბო­ლოს ხვდე­ბა ჰო­ლი­ვუდ­ში, მაგ­რამ აქ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს დიდი წარ­მა­ტე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ბე­დის ირო­ნი­ით, საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მსა­ხი­ობს რამ­დე­ნი­მე როლი შეს­თა­ვა­ზეს – “სა­მუ­რაი”; “თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბელ­ნი”, “აუზი”, “სი­ცი­ლი­უ­რი კლა­ნი”…

მომ­დევ­ნო 3 ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ლონ­მა 50-ზე მეტ ფილმში ითა­მა­შა. ასე­ვე, მან ბედი სცა­და რო­გორც რე­ჟი­სორ­მა, პრო­დუ­სერ­მა და სცე­ნა­რის­ტმა. ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სექს-სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და და ბევ­რი მან­დი­ლოს­ნის გულ­თამ­პყრო­ბე­ლიც იყო.

🎗პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

“ბევ­რი ვი­ტან­ჯე, ბევ­რჯერ შევ­ცდი, მაგ­რამ მიყ­ვარ­და” – ასე, ერთი ფრა­ზით აღ­წე­რა მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი ქალი არ­სე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში? ოფი­ცი­ა­ლუ­რად დე­ლო­ნი 3 ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ორი ქალი იყო, რო­მელ­თაც არა­ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ალენ დე­ლო­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე.

ალე­ნის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლი და უზო­მოდ ქა­ლუ­რი, ავ­სტრი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი რომი შნა­ი­დე­რი იყო. შნა­ი­დე­რი დე­ლონ­მა ფილმ “კრის­ტი­ნას” გა­და­ღე­ბა­ზე 1958 წელს გა­იც­ნო. წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ 6 წლის შემ­დეგ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. შემ­დეგ იყო რო­მა­ნი მსა­ხი­ობ ნი­კოს­თან, რო­მელ­მაც დე­ლონს 1962 წელს ვაჟი – არი გა­უ­ჩი­ნა. დე­ლო­ნის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჰქონ­და ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რაფ ნა­ტა­ლი ბარ­ტე­მე­ლის­თან. წყვილს შე­ე­ძი­ნა ვაჟი ენ­ტო­ნი, მაგ­რამ მათი ერ­თად ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ 5 წელს (1964 -1969) გაგ­რძელ­და.

1969 წელს დე­ლონ­მა სცა­და ურ­თი­ერ­თო­ბა აღედ­გი­ნა რომი შნა­ი­დერ­თან, მაგ­რამ “გაზ­რდი­ლი” მსა­ხი­ო­ბე­ბი მიხ­ვდნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი დიდი ხნის წა­სუ­ლი იყო – დარ­ჩე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი.

მა­შინ ალე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა მსა­ხი­ო­ბი მი­რეი დარ­კი. მათი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა 13 წელს გაგ­რძელ­და, თუმ­ცა დე­ლო­ნი მი­რე­ის ღა­ლა­ტობ­და და გარ­კვე­უ­ლი ხნით ახალ­გაზ­რდა ან პე­რი­ოს­თა­ნაც კი ცხოვ­რობ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც დარ­კი კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვა, დე­ლო­ნი ცოლს და­უბ­რუნ­და და მას გვერ­დით ედგა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე. და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კი მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­დნენ.

1987 წელს დე­ლონ­მა გა­იც­ნო ჰო­ლან­დი­ე­ლი მო­დე­ლი რო­ზა­ლი ვან ბრე­მე­ნი. ის დე­ლო­ნის მე­სა­მე ცოლი იყო. რო­ზა­ლიმ დე­ლონს ორი შვი­ლი – ქა­ლიშ­ვი­ლი ანუშ­კა და ვაჟი ალენ-ფა­ბი­ე­ნი გა­უ­ჩი­ნა. ამ­ჯე­რად, დე­ლონს სურ­და, რომ თავი ოჯა­ხის­თვის მი­ე­ძღვნა, მაგ­რამ 10 წე­ლი­წად­ში, 1997 წელს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბაც დას­რულ­და.

#მსახიობი
https://www.ambebi.ge/article/314084-msaxiobi-alen-deloni-gardaicvala-rogor-ikca-pansi/
ემიგრანტები იტალიაში / LA MIA GEORGIA
ავტორი ხათუნა შენგელია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *