1 min read
“მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა”
ვილი სანიოლი – ,,სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ბევრი რამ გარედან არ ჩანდა. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ნახეს, რას მიაღწიეს გუნდური თამაშით და თავდაჯერებულები გახდნენ.
პირველი 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. მერე შემტევებს, ხვიჩას, მიქაუტაძეს და ჩაკვეტაძეს ვთხოვე, რომ დაცვაში დიდ ძალებს ნუ დახარჯავდნენ და ეს ძალიან კარგად მოახერხეს. საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში გუნდმა იდეალური თამაში აჩვენა.
მაინტერესებდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეები ნაკრებში რა განწყობით ჩამოვიდოდნენ. მინდა, მივულოცო მათ, რომ საუკეთესო განწყობით ჩამოვიდნენ და შესანიშნავი თამაში აჩვენეს”
მადლობა ამ კაცს! 🇫🇷 ⚽️ 🇬🇪 ⚽️ გვერდიდან პიზიტიური სივრცე საქართველო