70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება
1 min read

70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

 პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
 დღეს ,დიდი სიხარულით გვაუწყა საქართველოს  პრემიერმა,რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება,ხოლო
 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
 
ცვლილებები, 70 წლამდე პირთა პენსიის მატებასთან  დაკავშირებით  2027 წლის 1-ელი იანვრიდან  არის  დაგეგმილი და მომატებული  პენსია 415 ლარი გახდება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
აღნიშნა,  რომ მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება პენსია  ასევე ინდექსაციის მიღმაც გაიზარდოს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1-ელი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა კობახიძემ.
 ერთი სიტყვით,ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან – “პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე” აცხადებს ირაკლი კობახიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *