
“ვერ მოგვერევიან, ვერ გადაინაწილებენ ხელისუფლებას”- ირმა ინაშვილი
“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი წინასაარჩევნოდ განოჩნდა და ამომრჩევლებს მიმართა:
“რთულ ფაზაში შედის ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ამას თითოეული თქვენგანი აცნობიერებს. რაც საჯაროდ ჩანს, იმაზე ღრმა და სერიოზული პროცესი კულისებს მიღმა მიდის. უკვე ჟღერს ნოტები ხელისუფლების გადაბარება- გადმობარების, გარანტიების და სხვა დეტალების შესახებ, ამიტომ საჭიროა ძალიან მარტივი რამ: ჩვენი ყველა მხარდამჭერი წყნარად, მშვიდად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე! მობილიზაცია, აქტიურობა!!! ახლა ამ ენერგიაში, ოპტიმიზმში, თავდაჯერებულობაშია ერთადერთი გამოსავალი. არაა საკმარისი მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, უბანზე გამოცხადებაა საჭირო!!!!”-აცხადებს ინაშვილი.
ირმა ინაშვილი აცხადებს რომ ხელისუფლების გადაბაწილება ხდება არსებულ ხელისუფლებასა და მის სატელიტ პარტიებს შორის:
“ჩვენს თვალწინ ისე ინაწილებენ პოზიციებს, პოლიტიკურ ველს, ისე ინაწილებენ ქვეყანას, თითქოს “ქართული ოცნებისა” და 4 პარტიის გარდა, სხვა ამომრჩეველი, პატრიოტთა ერთობის ამომრჩეველი არ არსებობს. ამას აკეთებს ხალხი, ვისაც საკუთარი გვარითა და სახელით ერთი არჩევნებიც არ მოუგია, აიღეს და დასვეს!
ამიტომ 26 ოქტომბერს ვიღვიძებთ- მივდივართ საარჩევნო უბნებზე. ვიქნებით ბევრზე ბევრნი? ვერ მოერევიან და ვერ გაინაწილებენ საქართველოს!”- განაცხადა ირმა ინაშვილმს