1 min read
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
დღეს თბილისობის დღესასწაულზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
✨დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.თბილისის საპატიო მოქალაქეობა ვილი სანიოლს თბილისის ქალაქის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.