ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომას ითხოვს
1 min read

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომას ითხოვს

დაძაბული ვითარებას ოკუპირებულ სოხუმში სამთავრობო შენობების კომპლექსთან შეკრებილი მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ. აფხაზეთში მოსახლეობა პარლამენტში შეჭრას ლამობს, ღობეებს ანგრევენ რა დროსაც ცრემლსადენი აირიც გამოიყენეს ძალოვნებმა- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მშვიდად წავიდეს, ლამაზად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა“, – ციტირებს მედია აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია მიმდინარებს. მომიტინგეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა „სამართალდამცავების“ კორდონს კვერცხები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობასთან სროლის მსგავსი ხმები ისმოდა. მოგვიანებით არეულობა მიმდებარედ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც გავრცელდა. ამჟამად, ე.წ. პარლამენტისა და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შესასვლელები „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი, მათ წინ მომიტინგეების დიდი რაოდენობაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *