
” სააკაშვილმა გამაუბედურა,შვილი მომიკლა, აწამებდნენ ციხეში,ზურგი სულ დამწვარი ჰქონდა”
ნაცრეჟიმის ხელისუფლების დროს კონტროლის პალატის თავჯდომარე სულხან მოლაშვილი დააკავეს და ციხეში აწამეს.
მოლაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დააკავეს,მისივე ბრძანებით შემდგომში ციხეში აწამებინა…
მოლაშვილზე შურისძიების მიზეზი კი ის გახლდათ,რომ ამ უკანასკნელმა მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ამხილა,ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს.
გავრცელებული ინფორმაციით,პრეზიდენტი სააკაშვილი მოლაშვილისაგან კონტროლის პალატის დასკვნის ანულირებას მოითხოვდა.
რამდენჯერმე შეუგზავნა მას ციხეში შუამავალი,რაზედაც ციხეში მყოფი სულხან მოლაშვილი ვერ დაითანხმა.
სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად აღიარა სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
მოგვიანებით, სულხან მოლაშვილი ციხეში წანებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიღებული დაავადებისგან გარდაიცვალა.
შვილის ციხეში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს,სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი საპარლამენტო კომისიას უამბობს,თუმცა მისთვის მძიმე გასახსენებელი აღმოჩნდა რეჟიმის მიერ შეწირული შვილის ისტორია.
“გადაიყვანეს მე-7 საპყრობილეში,სადაც აუტანელი პირობებში იყო…
თეა წულუკიანი- საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე
– რას გულისხმობთ აუტანელ პირობებში?
თამაზ მოლაშვილი-სულხან მოლაშვილის მამა
– აუტანელ პირობებში იმას ვგულისხმობ,იმას,რომ საკანში ჩემს პატიმარ შვილს დასაჯდომი სკამიც კი არ ჰქონდა.
სამარტოო საკანში შუქი არ იყო და სრულ სიბნელეში იმყოფებოდა…
ჰაერი მხოლოდ ერთი პატარა ჭუჭრუტანიდან შედიოდა,სადაც პირი უნდა მიგედო,რომ ჩაგესუნთქა.
ერთხელ, გვერდით საკნიდან ვიღაცამ სულხანს როგორმე ხაჭაპური მიაწოდა,როგორც ვიცი,მივარდა ბადრაგი და პირიდან გამოსტაცა.
ციხეში ჩემს შვილს საჭმელს არ აჭმევდნენ და ამშიმშილებდნენ. ასე,ნელი სიკვდილით კლავდნენ…არც ყელში დანა გაუყრიათ,არც შუბლში ტყვია დაუხლიათ,არამედ ნელი სიკვდილით მომიკლეს შვილი.
თ. წ.- ჩვენთვის ცნობილია,რომ პატიმარ მოლაშვილს ზურგზე დამწვრობები ჰქონდა მიღებული,ამ ფაქტის შესახებ რა იცით?
თ.მ.-თავზე წამოაცვეს ტომარა და აწამეს,ზურგზე დამწვრობები ჰქონდა.
ჩვენ სულხანის წამების ამბებს ორი თვის შემდეგ გვებულობდით…
ჩემს შვილს ციხეში 11 თვე ც ჰეპატიტი ჰქონდა და ჩვენ ეს არ ვიცოდით, მასთან არც ექიმი შედიოდა…
პატიმარს არათუ მკურნალობდნენ,პირიქით აწამებდნენ.
ისეთი ამბები გამოდიოდა ციხიდან სულხანის წამებაზე,ტირილი კი არა,ბევრჯერ ბღავილი ამიტყდებოდა.
ყველას სიკვდილი გადავიტანე,მაგრამ შვილი სულ სხვაა,მტერსაც კი არ ვუსურვებ შვილის სიკვდილს,ასე გამაუბედურა მიშა სააკაშვილმა”- აცხადებს თამაზ მოლაშვილი კომისიის სხდომაზე.
მძიმედ დაავადებული კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საფრანგეთში,2016 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ღვძლის უკმარისობა გახდა.
შეგახსენებთ,რომ სულხან მოლაშვილი იყო ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრამდე.[1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.