სადგურის მოედანზე შენობა ჩამოინგრა
რამდენიმე ხნის წინ სადგურის მოედანზე შენობა ჩამოინგრა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე საუბრისას განაცხადა:
შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.
გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას, აუცილებლად მოგახსენებთ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
