” სამწუხაროდ ავარიული შენობიდან მოსახლეობა ვერ გამოვიყვანეთ,ნაწილი ქირით იყო გაყვანილი”-კახა კალაძე
1 min read

” სამწუხაროდ ავარიული შენობიდან მოსახლეობა ვერ გამოვიყვანეთ,ნაწილი ქირით იყო გაყვანილი”-კახა კალაძე

ორი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ვაგზლის მოედანზე,სადაც ავარიული შენობა ჩამოინგრა,არის მსხვერპლი.

„ოჯახის წევრი ვარ, გარდაცვლილი რომ ამოვიცნო არ მიშვებენ. იქ იდგა ზუსტად, სადაც ჩამოინგრა. ორი საათია ვერ ვუკავშირდები და ვთხოვ, რომ შემიშვან იქნებ ამოვიცნო, გავიგო მაინც ცოცხალია თუ არა“ — მოქალაქე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “სადგურის მოედანზე” ჩამონგრეულ კორპუსს მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.

“თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაობეს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *