“ქართველები რომ ხართ, იმიტომ გცემთო. თავიც არ აგვაღებინეს, სასტიკად გვირტყამდნენ.”აგვისტოს ომის ტყვეების ნაამბობი⁸
1 min read

“ქართველები რომ ხართ, იმიტომ გცემთო. თავიც არ აგვაღებინეს, სასტიკად გვირტყამდნენ.”აგვისტოს ომის ტყვეების ნაამბობი⁸

▪️ცემისგან გული რომ წაგვივიდოდა ან წავიქცეოდით, ზედ გვაშარდავდნენ და მერე ცემას აგრძელებდნენ.

▪️მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი სანთებელით დაგვიწვეს, იმ მიზნით, რომ იარაღი ხელში არასდროს აღარ აგვეღო.

▪️ქართველები ფაშისტები ხართო, უნდა დაგხოცოთო.

▪️ქართველები რომ ხართ, იმიტომ გცემთო. თავიც არ აგვაღებინეს, სასტიკად გვირტყამდნენ.

▪️წინ გაგვიშალეს ქართული დროშა და გვითხრეს, ფეხები გაიწმინდეთ, თქვე ღორებოო. თვითონ კიბეებზე იდგნენ და დაგვცინოდნენ.

▪️ჯერ დროშას დააფურთხეთ და მერე ზედ გადაიარეთო. უარის გამო თავი გამიტეხეს ავტომატის კონდახით.

▪️დავაი, მოშარდე ზედო.

▪️ქუჩებს გვასუფთავებინებდნენ და გვასაფლავებინებდნენ დახოცილებს.

▪️შრომა მაიმუნსაც კი ადამიანად აქცევსო, ეუბნებოდა ქართველ ტყვეებს რუსი ოფიცერი.

▪️მაიმუნი შრომამ ადამიანიად აქცია და თქვენ, ქართველები, ისევე მაიმუნები დარჩითო.

▪️ერთ პატარა ოთახში 40 ქალი ვიყავით. ჩამოგვდიოდა ოფლი, ვეღარ ვსუნთქავდით. საშინელი სუნი იდგა: ზოგს კუჭი ჰქონდა აშლილი, ზოგს ჩაფსმული ჰქონდა შიშისაგან.

▪️ჩვენს საკანში დაახლოებით 25 ქალი ვიჯექით. ოთხი დღე არც საჭმელი გვქონდა და არც სასმელი.

▪️როგორც საქონელს, საჭმელს ისე გადმოგვიყრიდნენ.

▪️ბადრაგი პურს მეშოკით მოიტანდა ხოლმე, ფეხს ამოარტყამდა და ჭამეთ, ღორებოო, გვეუბნებოდა.

▪️მთვრალები იდგნენ კიბეზე ორნი და რუსულად ლაპარაკობდნენ. ერთმა უთხრა მეორეს: გაიყვანე, რომელი ქალიც გინდა და იხმარეო.

▪️საკნიდან ერთი ქალი, შორენა, ბევრჯერ გაიყვანეს ოსებმა, აუპატიურებდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცთა მონაყოლიდან.

სალომე სიმონია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *