“მჯერა, ადამიანი მხოლოდ ამ წუთისოფლისთვის არ არის გაჩენილი”…- ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია
🔵,,საყოველთაო სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, დედა უბრალო ადამიანად რჩებოდა. ცნობილი ადამიანი იყო და ბევრი ხალხი აკითხავდა სხვადასხვა სათხოვარით.
🔵იმ პერიოდში ბევრს ვერ გააკეთებდი, მაგრამ ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, რითაც შეეძლო. თავისი წიგნი ,,მოგონებანი და შეხვედრები” რომ გამოსცა, მაჩუქა, ასეთი შინაარსის წარწერით: ,,თუ ყურადღებიანი იქნები ადამიანების მიმართ და ყოველთვის დაეხმარები, მხოლოდ მაშინ იქნები ბედნიერიო”..
🔵დედას ასეთი ტრაგიკული წასვლა ჩემს გულში განსაკუთრებულ ტკივილად რჩება. მორწმუნე ვარ და ველი, რომ უფლის წყალობით იმქვეყნად შეხვდები ჩემს დედას, მამას, ბებიას, ბიძაჩემს, დეიდაჩემს… ჩემს შვილს. მჯერა, ადამიანი მხოლოდ ამ წუთისოფლისთვის არ არის გაჩენილი”…
🎙ელდარ შენგელაიას მოგონებებიდან,დღეს ლეგენდარული რეჟისორი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
