ვინ დაბომბა ცხინვალი?- ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ,სადაც ქართული მხარეა დადანაშაულებული
აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა,საქართველომ ამ ომში დაკარგა სამაჩაბლოს რეგიონი,170 სოფელი,ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა კოდორის ხეობა.ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია.
თუ რა ღალატი ჩაიდინა მაშინდელმა მთავრობამ,სააკაშვილის რეჟიმმა,ეს ევროსაბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტზე ნაციონალური რეჟიმის ხელმოწერიდან დასტურდება.
ნაციონალური რეჟიმის მიერ ჩადენილ სახელმწიფო ღალატს,ოცნების ხელისუფლება ამხელს:
” ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი,თბილისის მერი კახი კალაძემ ამის შესახებ ნედუასთან საუბრობს,რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს რეზოლუციიდან ის პუნქტი წაიკითხა, რომელიც მისი განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ ქმედებებს დოკუმენტურად ასახავს.
რეზოლუცია 2008 წელს, აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაამტკიცეს და მასში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსული ძალების მხრიდან, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა.
დოკუმენტში ნახსენებია,რომ საქართველოს მხრიდან ძალების არაპროპორციული გამოყენება და სამხედრო დანაშაულის ჩადენა. მსგავსი ჩანაწერების არსებობის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეზოლუციას ხელი მოაწერეს.
ეს ქმედება მმართველ გუნდში სახელმწიფო ინტერესების ღალატად ფასდება.
“ნაციონალურ მოძრაობაში” პასუხისმგებლობას ირიდებენ. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში დღეს მხოლოდ ის თქვეს, რომ წლების წინ, რეზოლუციის მხარდაჭერა, პოლიტიკურად გამართლებული იყო.
უმრავლესობის ლიდერისთვის პარადოქსია, რომ 2008 წელს რუსეთის ხელისუფლებამ თავისი ჯარისკაცებისთვის უკეთესად იმოქმედა, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართველი სამხედროებისთვის. მამუკა მდინარაძე იხსენებს, რომ ომის შემდეგ, რუსეთმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, სადაც საუბარი იყო რუსი ჯარისკაცების ბრალეულობაზე. სააკაშვილი ხელმძღვანელობით კი, “ნაციონალური მოძრაობა” უპრობლემოდ დაეთანხმა დოკუმენტს, სადაც ქართველი ჯარისკაცები იყვნენ დადანაშაულებულები.
მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები მიუღებელია. ამ განცხადებების შინაარს, როგორც ოპოზიციაში ფიქრობენ, საქართველოს მტრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოიყენებენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის გარდა, სახელისუფლებო პარტიაში იმ ოფიციალურ დოკუმენტებს ასახელებენ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობას ადასტურებს. ასეთია ტალიავინის კომისიის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების შესახებ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით, 8 აგვისტოს შემოვიდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომის თარიღის ცვლილებით “ნაციონალური მოძრაობა”, საკუთარი დანაშაულის გადაფარვას უშედეგოდ ცდილობს.
რატომ ვერ მოახერხა სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის არიდება – ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცეს. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მთავარი ვალდებულება სახელმწიფოს ომის საფრთხისგან დაცვაა. მოქმედი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყოფილმა, წინასწარ განზრახული, დანაშაულებრივი ქმედებებით, ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა, საქართველოს ჩამოაშორა სამაჩაბლოს რეგიონი.აგვისტოს ომის დროს დაღუპულია:შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია.
წყარო: ” რუსთავი2″
