“ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმოდა “მამაო ჩვენო”- 17 შინდისის გმირი
დღეს შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა🇬🇪
▪️2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგი მიაყენა.
▪️ ერთმა ქართულმა ოცეულმა რუსული ასეული საათზე მეტხანს შეაკავა და წინ წაწევის საშუალება არ მისცა, რითაც სხვა უამრავი თანამებრძოლი გადაარჩინეს🙏
🇬🇪უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი🙏
🔸ალექსანდრე ონიანი .
🔸 რომან ზოიძე.
🔸 მიხეილ დვალიშვილი
🔸 ემზარ წილოსანი.
🔸 ვეფხვია ჯიშკარიანი.
🔸 ზვიად კაცაძე.
🔸თეიმურაზ ბერიძე.
🔸 ილია გაბუნია
🔸ირაკლი ჯანელიძე
🔸 კახა კოშაძე
🔸 ლევან მელქაძე
🔸 მარლენ ბარამია
🔸 ნიკოლოზ ფორჩხიძე
🔸რუსლან წულაძე
🔸 ფელიქს კაკაურიძე
🔸 შმაგი კუპატაძე
🔸 ილია შეყლაშვილი
რა მოხდა შინდისში,17 წლის წინ
გორის რაიონის სოფელ შინდისს 17 წელია თავისი გმირები ჰყავს, მათ “შინდისის გმირებს” ეძახიან.
2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა და ქვეყანას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან,
“ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.
“მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი”, – ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, “ლიმონკა” მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და… ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის “მამაო ჩვენო”. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. “არა”, – კბილებში გამოცრა თურმე გმირმა.
“ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა”, – მიამბობენ თვალცრემლიანი შინდისელები.
“ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს”, -“ამ ლექსის ავტორი 11 აგვისტოს დაღუპულთაგან.ქართველ მეომრებს
ერთი წამით არ უფიქრიათ უკან დახევა, როდესაც მრავალრიცხოვან მტერს გადაეყარნენ.
არ შემდრკალან, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს.
5 ბიჭი კოლონის პირველივე მანქანაში ჩაკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, უთუოდ ასეული ებრძოდა.
ვინ არიან, ადამიანები თუ ქაჯები, ვერ გაგვიგიაო, ღმუოდნენ თურმე რუსები, სანამ დაფლეთილი თორმეტი ვაჟკაცის ცხედარი არ ნახეს.
მიხეილ დვალიშვილმა თითქოს იწინასწარმეტყველა ეს ტრაგედია. 10 აგვისტოს ბრძოლის ველზე წარმოთქვა: “ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”.
შინდისის გმირობა,ეს 21-ე საუკუნეში მსოფლიო ისტორიაში გაუგონარი გმირობის მაგალითია.
როდესაც ცეცხლის შეწყვეტა
უბრძანეს, იმ დღეს ყველა მათგანს დაურეკავს სახლში, საღამოს შინ ვიქნებითო.
11 აგვისტოს დაღუპული ბიჭები 9 დღე და ღამე ეყარა გვამები ღია ცის ქვეშ. მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი მათი გადმოსვენება.
ეთერ ბალაძე
