ერდოღანმა საქართველოში თურქი- მესხების დაბრუნება მოითხოვა
ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი მიხელ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიწვევით თურქეთში იმყოფებოდა.
თითქოსდა ვიზიტი მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა,თუმცა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ არაერთი არამეგობრული მოთხოვნები გაჟღერდა.
ყაველაშვილის ვიზიტი რატომღაც 12 აგვისტოს- დიდგორობის დღესასწაულს დაემთხვა,მანამდე კი თურქულმა მხარემ დიდგორორში გამარჯვების სახელმწიფო დონეზე აღნიშვნის აკრძალვა მოითხოვა.
ამჯერად თურქი-მესხების საქართველოში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას ითხოვენ.
პრეზიდენტების შეხვედრის მიზეზი სულ სხვა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეული შეთანხმება იყო.
თურქეთ-საქართველოს პრეზიდენტებმა
მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრეს,თუმცა ერდოღანს უკვე გამზადებული ჰქონია მოთხოვნა თურქი-მესხების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე ე
.წ თავის ისტორიულ საცხოვრებლებში.
რეჯებ ტაიპ ერდოღანს არც მათთვის სასარგებლო პროექტები დავიწყებია.
„ჩვენ ვართ მონაწილენი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტისა, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და გაზსადენი გვაქვს“, -განაცხადა ერდოღანმა და პირდაპირ თურქი- მესხების დაბრუნებაზე გააკეთა აქცენტი.
„საქართველო გახლავთ სამშობლო მესხი თურქებისა, რომლებიც 1944 წლის ნოემბერში თავიანთი ისტორიული სამშობლოდან იძულებით გადაასახლეს.
მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს“ [ტელეკომპანია „იმედის“ თარგმანი, რომელიც ყაველაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავიდა].
ერთი სიტყვით,თუ ისტორიას გავიხსენებთ
საქართველოს უსტატუსო მოქალაქეები-
მკვლევრების თანახმად, რეპატრიანტ მესხებს არაერთი დასახელებით მოიხსენიებენ: „თურქი მესხები“, „მუსლიმი მესხები“, „ახისკა თურქები“ („ახალციხელი თურქები“) და ა.შ..
ისინი დასახლებულნი იყვნენ მესხეთის ისტორიული რეგიონში; საბჭოთა პერიოდში, 1944 წელს, სამხრეთ საქართველოდან მესხების იძულებითი დეპორტაცია მოხდა.
2007 წელს საქართველოს ხელისუფლების მიღებულმა კანონმა ყოფილი სსრკ-ის მიერ 1940-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირებს და მათ შთამომავლებს მისცა სამართლებრივი შესაძლებლობა, მიემართათ სახელმწიფოსთვის;
დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა რეპატრიანტთა სტატუსის მიღება, – რაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ამარტივებდა.
ჯერ კიდევ 1999 წელს მაშინდელმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა, ევროსაბჭოს წინაშე აიღო ვალდებულება თურქი- მესხების დაბრუნებაზე.
მიგვიანებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი
როგორც იუსტიციის მინისტრი იყო, მესხეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა,რომ სანამ ცოცხალი იყო, საქართველოში ვერცერთი თურქი მესხი ფეხს ვერ შემოდგამდა.
თუმცა ასე არ მოხდა, მოგეხსებებათ,2007 წელს საპარლამენტო უმრავლეობით მოსულმა, უკვე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქი-მესხების დაბრუნების გადაწყვეტილება კანონმდებლობით განამტკიცა.
საქართველოში 2004 წელს თურქი- მესხების გარკვეული რაოდენობა მართლაც ჩამოასახლეს.
პირადად ვიცნობ თურქი-მესხების კონგრესის პრეზიდენტ სოსო ხოზრევანიძეს,რომელმაც ქართული სახელ-გვარი საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ მიიღო.
სინამდვილეში მისი ნამდვილი წარმომავლობა თურქულია.
ამ უკანასკნელსა და სხვა მის თანამოძმე თურქ-მესხებს არავითარი საერთო არ აქვთ ქართულთან,გარდა იმისა,რომ ისინი მესხეთში ჩამოსახლებული თურქები იყვნენ.
ბოლო დროს,ზოგიერთმა ჩამოსახლებულმა თურქმა-მესხმა ისწავლა ქართული და ქართულ გვარიც მიიღო.
ერთ-ერთმა თურქმა- მესხმა პირად საუბარში ისიც კი თქვა,რომ თურქ-მესხს დააზეპირებინეს ქართულად რამდენიმე სიტყვა,თითქოსდა, ძირძველი ქართველები იყვნენ და სამშობლო ენატრებოდათ…
აქვე, უნდა გავიხსენო დაუნდობლად მოკლული გურამ შარაძე,რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა, თურქი- მესხები საქართველოში არ შემოეშვათ.
საინტერესოა,თუ რატომ ადარდებს თურქეთის პრეზიდენტს თურქი-მესხების ბედი? ისინი ხომ მათი თანამენამულეები არიან და უფრო სამართლიანი იქნება დააბრუნოს მათ მიწაზე.
თქვენ რაას ფიქრობთ მკითხველო,გინდათ თურქი-მესხების დაბრუნება?
იმ დროს,როცა ჩვენს ქვეყანაში,დაახლოებით
400 000 ათსზე მეტი დევნილია და ქვეყნის 20%- ტი კი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ეთერ ბალაძე
