“დაანებონ  ქოცობას თავი, ნუ ჩაითრევენ ამ წუმპეში ამომავალ ვარსკვლავს”
1 min read

“დაანებონ ქოცობას თავი, ნუ ჩაითრევენ ამ წუმპეში ამომავალ ვარსკვლავს”

დღეს საქართველოს  ფეხბურთის გუნდი პორტუგალიის გუნდს ეთამაშება.

დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართვრლოსთვის და მისი გუნდისთვის.

ლეიბირისტი შალვა ნათელაშვილი

ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე  საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ პოლიტიკურმა ამბიციებმა ხელი არ უნდა შეუშალოს კვარაცხელიას.

“ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ დაანებონ ქოცობას თავი და ნუ ჩაითრევენ ამ წუმპეში ამომავალ ვარსკვლავსაც. თვითონ ხვიჩას კი მოვუწოდებ პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს იმაზე ტრამვის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როდესაც საკუთარი ინტერესები მეორე პლანზე უნდა გადაიტანოს.სწორედ ეს დღეა ხვალ ქართული ფეხბურთისა და სრულიად საქართველოსთვის. ასევე დიდი იმედი მაქვს,რომ ხვალ, ასევე ბუდუს თამაშით დატკბება ჩვენი და მსოფლიო საზოგადოება.”-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლეიბორისტი დალვა ნათელაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *