“გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურერებს ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილი”
1 min read

“გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურერებს ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილი”

მოკლული.მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახი ახალ ინფორნაციას ავრცელებს:

-იცით, რომ მკვლელთა ოჯახების ძალისხმევით, რამდენიმე დღით შეზღუდული მქონდა ფეისბუქის გამოყენება.
-აი, როგორი ტოქსიკური თავდაცვითი პოზიცია აქვთ მკვლელთა მშობლებს!
– თუმცა, რაღა მშობლებს, ადვოკატი გიორგი გამხიტაშვილი პოსტით გვეკაჩავა და საქმე ქურდულად გაგვირჩია ,,ბნელ ბრბოს”!
სიმართლესაც ვერ დავუკარგავ, 1 თეთრიც არაა ჩემი ფასიო, თავად გვითხრა!..
➡️ ორი სიტყვით, მიმდინარე მოვლენებზეც მოგახსენებთ.
მეც მიკვირს პროკურატურის და მკვლელების მშობლების უცნაურად მიყუჩება. თუმცაღა, მოლოდინი დიდი მაქვს….
საქმეში სხვა დამნაშავეებიც იკვეთება და ვიმედოვნებ პასუხისგებაში მისცემენ კიდევ რამდენიმეს! ნუ, ნია იმნაძეს თავისთავად!!!
-გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჯერ, ცოტა ხნით, ისევ შევიკავებ თავს დეტალებზე; თუმცა, რამაც უკვე გაიჟღერა კომენტარებში, დავადასტურებ.
-დიახ, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი, ყოფილი მინისტრის მოადგილის არასრულწლოვანი შვილიც!!!
ამ პირსისხლიანმა ლაწირაკებმა, მხეცური ჟინი დაიკმაყოფილეს და მომიკლეს ჩემი ინტელიგენტი შვილიკო.
ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე არც დედების ჩხავილი თუ თითის ქნევა და არც მამების ცრემლი ან კნავილი, ან თუნდაც ხულიგანი ძმაკაცები შემაჩერებს!
-თუ არ დადგა სახელმწიფო სამართალი, დავაყენებ ჩემსას!!!
-ახლა კი, მინდა ჩემი გაოცება და მადლიერება გამოვხატო. მე არ მახსოვს, ერთი ოჯახის ტრაგედია ასე გაეთავისებინოს სრულიად საქართველოს და ასე ვაჟკაცურად, სამართლიანად ებრძოლოს სამართლისთვის. მე მომწყვიტეს საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებას არ შეუწყვიტავს ბრძოლა ჩემთვის!…
მადლობა თითოეულ თქვენგანს!
იცით რა?!

გული მისკდება და სულ მეფიქრება, რატომ შექმნა ღმერთმა გიგა ავალიანი, ნამდვილი გენია, მართლაც სრულყოფილება, თუ ასე, ერთ წამში უნდა გაექრო?!
გიგა მართალია არ იყო ორ მეტრიანი, მაგრამ იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, აზროვნებდა სხარტად, ჰქონდა მოსწრებული სიტყვა და ვერ გამოიყენა ვერაფერი; ისე ჩუმად მიეპარნენ, წამის მეასედიც არ მისცეს გააზრებისთვის…
…ნუთუ…
ნუთუ, გიგა ავალიანი იყო საჭირო, რომ ჩვენი ერთიანობის ძალა დაგვენახა და შეგვეფასებინა?!?!?!
-ღმერთმა სიკეთეში დაგაჭირვოთ ერთმანეთის თანადგომა და იცოდეთ, ერთობას იმაზე დიდი ძალა ქონია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!!!
-მე თქვენ მაძლიერებთ!”

მოკლული გიგა ავალიანის დედა წერს,რომ საქმეში ფიგურერებს ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილი.

-აი თურმე რატომ აფარებდნენ ხელს!
-ასევე წავიდა უკვე მუქარები ოჯახის ახლობლების მიმართ”-წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე

 

„გთხოვთ, გადამიზიარეთ და თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ!!!

იმდენი რამ იკადრეს, აღარ მიკვირს რატომ მოკლეს ჩემი უწესიერესი ძმა.

იმასაც ვფიქრობ ხოლმე, ნეტავი კიდევ რა უნდა გააკეთონთქო და …..!!!
-დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატმა, გიორგი გამხიტაშვილმა, მართლაც, ერთ უჯრედიანმა მასამ, გუშინ სიტყვა საზოგადოება ჩაწერა ბრჭყალებში, და ხალხს უწოდა ,,ბნელი ბრბო”.‼️

დღეს კი, დედიკოს დაურეპორტეს ფეისბუქი და მოწყვიტეს საზოგადოებას!

მიზეზი:
,,ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ინტენსიური მოთხოვნა.”| წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ძმა, ნიკა ავალიანი სოციალურ ქსელში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *