
ირაკლი ღარიბაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა,ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა
რამდენიმე ხნის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,სადაც ნათქვამია:
“ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაახლოებული კიდევ 8 პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა,” -ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.