” მე აქ მომიყვანა ამ მომპალი სისტემის წარმომადგენლებმა”-ავთანდილ დავითაძე
- ⁸გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა,სადაც ჩანს, თუ რა მოხდა ციხეში -ბადრაგები სავარაუდოდ პატიმარს ზედაპირულად ამოწმებენ,თუმცა იმდენად ბუნდოვანია ეს კადრი,რომ შეუძლებელია რეალური სურათის დანახვა,რადგანაც 5- მდე ბადრაგი პატიმარს რეალურად ჰფარავს. პატიმარი გიორგი დავითაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებს ,რომ ის ბადრაგმა თითით გააუპატიურა.
გიორგი დავითაძის ამ სკანდალურ განცხადებას, წინ უძღოდა პატიმარის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა.
პატიმრის მამა ავთანდილ დავითაძე მედიასთან საუბრობს ოცნების მომპალი რეჟიმის შესახებ,რომ ეს რეჟიმი მალე მალე ჩამოიშლება.
“მე აქ მოიყვანა ამ მომპალი სისტემის წარმომადგენლებმა,ჩემს შვილს არაადამიანურად და ღირსების შემლახავად მოექცნენ ციხეში,ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა.მოვითხოვ , დაუყონებლივ გადაყენებული იქნას თანამდებობიდან,მოძალადე,ჯალათი შოთა ტრაპაიძე და ყველა ის ჯალათი,რომლებმაც ჩემი შვილის შეურაცხყოფაში და ღირსების შელახვაში მიიღო მონაწილეობა.ვინც დღემდე პროვოკაციას უწყობს ჩემს შვილს.
ამ დრომდე ეს ბადრაგები სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.
ასევე მოვითხოვ,იმ ადამიანების გადაყენებას,რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ საგამოძიებო და პროკურატურის მუშსობაზე.
გაფრთხილებული არიან პროკურატურა და გამოძიება,რომ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში დანაშაულის ნიშნები არ ეძებონ.
სასჯელთაღსრულების უფროსი დანაშაულში მონაწილე ბადრაგებს მადლობას უხდის,
იმის ნაცვლად,რომ საქმეში გარკვეულიყო.
მე,როგორც მამას როგორ ,უნდა მეძინოს,როცა ასეთი ჯალათები ხელშია ჩემი შვილის სიცოცხლე და ყოფა.
წინა რეჟიმი სწორედ ასეთ წამების და არაადამიანური მოპყრობას შეეწირა,იმიტომ რომ თამის დროზე არ გამოაშკარავეს,ამიტომაც ჩამოემხოთ ეს ქვეყანა თავზე.
არ დავიხევ უკან,სანამ ამ ხელისუფლებას არ ვამხელ იმ დანაშაულში,რასაც პირადად ახალისებს და აქებს ხელისუფლება და მთავრობა.ლს. გამოდის დეპუტატი და იცავს,იმ სისტემას,რომელიც მომპალია.,
ნაცვლად იმისა,რომ რეალური სიტუაცია შეისწავლონ და გაერკვნენ თუ რა მოხდა.გეტყვით,იმას,რომ ამას არ გააკეთებენ,იმიტომ,რომ თავად არიან ამ სიბინძურეებში გარეული,თავად არიან შემკვეთი და შემსრულებლების,
ღირსეული ხელისუფალი ამხელდა ამ დანაშაულს და რეაგირებასაც მოახდენდა,საზოგადოებას კი ბოდიშს მოუხდუდ, მაგრამ ესენი არიან უღირსები ატიან.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნარკოტიკზე შესვეს,ნახევარი ციხეში გამოკეტეს,სხვა დანარჩენი კი გაქცეულა ქვეყნიდან.
ვინც დარჩა დასაქმებულია ქოლცენტრებში,დანაშაულებრივ ორგანიზაციაში,ესაა ოცნების სახე-” აცხადებს პატიმარ გიორგი დავითაძის მამა ავთანდილ დავითაძე.
