” ვისი ნაქირავები იყო ბინა,სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?”- მიხეილ სააკაშვილი
დღეს საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმ ბრალდებებზე,რომელიც წაუყენეს 7 ნოემბერის აქციის დარბევასთან დაკავშირებით,ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი დაუპირისპირდა,თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ბრალდებები უარყო.
“ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ,მაგრამარ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე.ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია.
ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?
მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ – მიმართა მას სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა თქვა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო.
მან ასევე, ნოღაიდელს ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა.
სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა თქვა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.
-ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“ – ჰკითხა მას სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა.
სააკაშვილმა ნოღაიდელს შეეკითხა,რუსეთში ყოფნისას ჰქონდა თუ არა შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან?
-პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე? მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა.
დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება.
ექსპრეზიდენტმა ნოღაიდელს მოღალატე უწოდა.
“ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლ ო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ”-ბრალდებებზე ბრალდებებით უპასუხა სააკაშვილმა ნოღაიდელს.
ეთერ ბალაძე
