გილოცავთ,მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
1 min read

გილოცავთ,მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

გილოცავთ! მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
ქრისტე აღსდგა!
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა – მართლმადიდებლების რწმენით, ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.

საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მორწმუნეები ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში 14:25 საათზე შევიდა. შემოსვის შემდეგ უფლის საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობა გაიმართა, რის შემდეგაც თეოფილე III სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ იგი განიმოსა. უფლის საფლავზე, დაახლოებით, 15.09 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.

ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:14 საათზე გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *