მეუფე იობის დიპლომი მოიპარეს
მეუფე იობის დიპლომის დაკარგვასთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებით,
არ აპირებდნენ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხის გახმაურებას, რადგან არ
სურდათ, რომ „ზედმეტი მღელვარება შეეტანათ საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში“.
გიორგი ჯამდელიანი:„ მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობდა, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს.ამ საკითხის გახმაურებას ჩვენ არ ვაპირებდით. გვინდოდა, ზედმეტი მღელვარება არ შეგვეტანა საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში. თუმცა, მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს“- აღნიშნავს გიორი ჯამდელიანი „ფორმულასთან“ საუბრისას.
მეუფე იობის დიპლომის დაკარგვა უკავშირდება საპატრიარქო კანდიდატობა-ჯამდელიანი განმარტავს:
„მე ასე ვფიქრობ. მაგრამ, უკვე ვეღარ დაუკავშირდება. მეუფე ზოსიმემ, რომელიც გახლდათ მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, თავისი ბეჭდით დაამოწმა რომ მაშინ, იობ აქიაშვილზე მის მიერ დიპლომი
გუშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქო კანდიდატის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა, ეპისკოპოსის თქმით, კანდიდატების გამორჩევის დღეს, „გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტობრივად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი”. ჯამდელიანი აცხადებს, რომ “ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტობრივად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის” და “დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული” .
