„თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს“
1 min read

„თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს“

„ 26 მაისის აქციისთვის არანაირი კამპანია და აქტიურობა არ არის.

„არავის არ ვაკრიტიკებ, ხალხს, რომლებსაც ციხეებში უშვებენ და წლობით ციხეში ჩასმით ემუქრებიან, შეუძლებელია, მოუტრიალდე და უთხრა – „რამე გააკეთე“.

მეც არ მომწონს ბევრი პოლიტიკოსი და როცა არ მომწონდა, კონკრეტულ პროცესებზე ვთქვი, რომ მოდი, ახლა ეს გავაკეთოთ.

ეს ქვეყანა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ლიდერების არ არის, ეს ქვეყანა თითოეული მოქალაქისაა და საბრძოლველიც თითოეულისაა.

26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ ეს აქცია არის თუ არ არის? ეს შენიშვნა ან პრეტენზია არ არის. თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს. მე შესაძლოა ვერ გამოვიდე თქვენთან ერთად, მაგრამ ხალხს მაინც გააგებინეთ.

სამწუხაროდ, 26 მაისისთვის კამპანია არ გაქვთ, აქტიურობა არ არის.

ეს როგორც თქვენი გულშემატკივრის პოზიციაა და არა შენიშვნა.

თვე-ნახევარი გავიდა, რაც აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ“- განაცხადა  სასამართლო პროცესზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსს“ მიმართა, მათ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *