ვერაზე მომხდარ  შეიარაღებულ თავდასხმას 18 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა
1 min read

ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 18 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა

ბოლო დროს ახალგაზრდების სიკვდილიანობამ იმატა,საზოგადოების აღშფოტმთება გამოიწვია კიდევ ერთი არასრულწლოვანი მოზარდის მკვლელობა .

 

მაია კობახიძის პოსტიდან

ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო?! არ ვიცი რა დავწერო?! უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…. 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!
უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი 🙏❤️

 ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ვერაზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ვერაზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.

როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.

რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *