ესპანეთში მაროკოდან 60 000-მდე მიგრანტი შევიდა
ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში ნამდვილი კრიზისია. სულ რაღაც 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ტერიტორიაზე 60 000-მდე მიგრანტი შევიდა. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ქალაქის პრეზიდენტმა მომხდარს “გაუმართლებელი“ უწოდა, რადგან ახალჩამოსულთა რაოდენობა ქალაქის მთლიანი მოსახლეობის (83 600 ადამიანი) თითქმის 70%-ს შეადგენს.
- მასობრივ მიგრაციას მსხვერპლიც მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. მიგრანტები, რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა არიან ქალები, ბავშვები და ჩვილებიც, ესპანეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად რამდენიმე კილომეტრს ცურავდნენ ან კლდეებს მოჰყვებოდნენ.
ადგილობრივი მცხოვრებლები შოკში არიან.
“არავინ გამოდის გარეთ, ყველას ეშინია. ეს იმაზე აგრესიული ტალღაა, ვიდრე ოდესმე გვინახავს“, – აცხადებენ თვითმხილველები.
როიტერსის“ ცნობით, ასობით ადამიანი მაროკოში სასაზღვრო პუნქტებისა და ღობეში არსებული ხვრელების გავლით ბრუნდებოდა. ზოგიერთი მათგანის თქმით, მათ სეუტაში ვერც საკვები იპოვეს და ვერც თავშესაფარი.
სეუტის მოსახლეობა 84 ათასამდეა. ესპანეთის ავტონომიური ქალაქის მეთაურმა ხუან ხესუს ვივასმა 31 ივლისს განაცხადა, რომ სეუტაში სერიოზული მიგრაციული კრიზისია, მიგრანტების მიმღებ ცენტრებში ადგილი აღარ არის და საჭიროა დაუყოვნებლივი და კოორდინირებული რეაგირება,ათობით ათასი მიგრანტის მოულოდნელმა გამოჩენამ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ტერიტორიაზე სასწრაფოდ ჩასვლისკენ უბიძგა. ამავდროულად, იტალიამ დროებით აღადგინა სასაზღვრო კონტროლის ნაწილი ესპანეთიდან მგზავრობაზე, ხოლო საფრანგეთმა ესპანეთის საზღვრის გასწვრივ დამატებითი შემოწმებების ბრძანება გასცა.

