79 სართულიანი ცათამბჯენი ტრამპ-თაუერი  თბილისში
1 min read

79 სართულიანი ცათამბჯენი ტრამპ-თაუერი თბილისში

თბილისში  2031 წლისათვის ტრამპ- თაუერი აშენდება,ხოლო მთლიანი კომპლექსის მშენებლობა 2033 წელს დასრულდება

Trump Tower-ის თბილისში აშენების გეგმის შესახებ ცნობილი 2026 წლის აპრილში გახდა. ინფორმაცია თავდაპირველად The Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა.

გამოცემა წერდა, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რომლის დიზაინზეც ამერიკული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი მუშაობს. პროექტში The Trump Organization-ის პარტნიორებად დასახელდნენ ქართული კომპანიები „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი“, „ბლოქსი ჯგუფი“, „ფინვესტ ჯორჯია“ და ამერიკული The Sapir Organization-ი.

The Trump Organization-ში განაცხადეს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის ცნობით, კომპლექსში განთავსდება ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო სივრცეები და რესტორნები. ორგანიზაცია პროექტს თავისი ბრენდის რეგიონში ოფიციალურად გამოყენების პირველ შემთხვევადაც მოიხსენიებდა.

პროექტის ზუსტი ადგილმდებარეობა ოფიციალურად არ დასახელებულა. The Trump Organization-ი მხოლოდ მიუთითებდა, რომ ცათამბჯენი „პრესტიჟულ ადგილას“, თბილისის ცენტრალური პარკის ხედით აშენდებოდა. მედიამ პროექტი იპოდრომის ტყეში დაგეგმილ მრავალსართულიან კომპლექსს დაუკავშირა. ამ ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია განაშენიანების გეგმა, რომელიც შვიდი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს, მათგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანია.

ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუ“ კი Trump Tower-ის პროექტში მონაწილე „ვისოლ ჯგუფსა“ და „ბიოგრაფი ლივინგთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *