„ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაა“
1 min read

„ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაა“

“  საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს  საქმის განხილვა, რომელიც  5  ოპოზიური პარტიის აკრძალვის შეეხება. მოგეხენებათ, რომ

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, გირჩი; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილია დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

„ვისაც მცირედი იურიდიული განათლება აქვს და ჩახედულია საქმეში, ეჭვიც არ გაუჩნდება, რომ ამ პროცესში რაიმე სამართლებრივი საფუძველი არსებობს. ბოლო პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ სარჩელში ფაქტები მოყვანილი არ აქვს და არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც პარტიების აკრძალვას გაამართლებდა.

პროცესი თავიდან ბოლომდე ხელოვნურია. არ არსებობს პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი. საზოგადოებამ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაამსოფლიოში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი ხელის მოსმით გაეუქმებინათ. მოქალაქე აღმოჩნდება მდგომარეობაში, როდესაც არჩევნები მხოლოდ ფორმალობა იქნება და საარჩევნო უბანზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი რამდენიმე სატელიტი პარტია დახვდება“– განაცხადაარტია „ლელო“– ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი  სიორიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *