„ის, რასაც დღეს ჩემზე ავრცელებენ, ყველანაირ ზღვარს ცდება“
1 min read

„ის, რასაც დღეს ჩემზე ავრცელებენ, ყველანაირ ზღვარს ცდება“

„დღეს მე რა ნერვიულობაც გადავიტანე, არავის ვუსურვებ! ეს წლებია, ყველაფერს ვაკეთებთ ჩემი გუნდი და მე, რომ ადამიანებს სიმართლის დადგენაში დავეხმაროთ. რის ფასად გვიჯდება ეს, აქ ნამდვილად არ მოვყვები, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად არ ვაპირებთ თავს მოგახვიოთ.

თუმცა . ძალიან არ მინდოდა ჩემი და ნატა ვიბლიანის პირად მიმოწერაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ადამიანურმა თხოვნამ არ გაჭრა, ამიტომ იძულებული ვარ, მიმოწერა გავასაჯაროო! თავად განსაჯეთ, რეალურად რა დგას ამ ბრალდებების უკან!“რს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.

ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.  თამუნა მუსერიძე წერს,  რომ მის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, რის გამოც იძულებულია, ნატა ვიბლიანთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *