ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მოქმედებები და თავდასხმები ნავთობტანკერებზე ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, ბოლო 10 დღეში სრუტეში 11-მდე გემი დაზიანდა. სულ მცირე 3 ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. ირანული მხარე ამტკიცებს, რომ გემები მათ მიერ აკრძალულ, „არაავტორიზებულ მარშრუტებზე“ გადაადგილდებოდნენ და საზღვაო ნაღმებს შეეხნენ.
ირანულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე, ომანის კუთვნილ კუნძულ დიდ ამარზე (Didamar Island) და გაანადგურეს სანავიგაციო სისტემები. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია სრუტეში მდებარე ირანულ კუნძულ ქეშმზე (Qeshm Island) ამერიკული ავიაციის მიერ რადარებისა და სარაკეტო დანადგარების დაბომბვის შესახებ.
ჰორმუზის სრუტე ამჟამად თითქმის სრულად ჩაკეტილია, ნავიგაციის პარალიზებულია, კომერციული ნაოსნობისთვის. ტვირთბრუნვა ომამდელ ნიშნულთან შედარებით 80%-ით არის შემცირებული, რამაც ნავთობის მსოფლიო ფასების მერყეობა გამოიწვია.ანალიტიკური კომპანია Vortexa-ს კვლევის თანახმად, საუდის არაბეთი ჰორმუზის სრუტის გავლით დღეში, დაახლოებით, 6 მლნ ბარელ ნედლი ნავთობის ექსპორტს ეწევა, რაც ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაზე მეტია.
