“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და დაცინვა პარიზის ოლიმპიადაზე”
1 min read

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და დაცინვა პარიზის ოლიმპიადაზე”

პარიზში ოლიმპიადის გახსნაზე გამართულმა სანაობამ, რომელიც აშკარად იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რამაც ადამიანების პროტესტი გამოიწვია.
“გაყველაზე დიდი სიბნელე და გონებოს ფიასკო ის არის, სხვის რელიგიურ გრძნობებს დასცინო მხოლოდ იმიტომ, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ. პიროვნული და წიგნიერი განათლების დეფიციტია ეს და რეალურად ასეთი ადამიანები გოიმის იარლიყს აკრავენ სხვებს და თავი ახალი, ალტერნატიული ცივილიზაციის წარმომადგენლები ჰგონიათ, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ნიჰილიზმია.
დავუშვათ წლევანდელი ევროვიზიის სცენაზე ჯვარზე როკვა მოგვეჩვენა. ახლა საიდუმლო სერობის ამგვარად წარმოდგენაც ჩვენი ილუზიის ნაყოფია. და რა გინდათ რომ თქვათ, ამ სამყაროში მოვლენების ჯეროვნად შეფასებისა და საღი აზროვნების გზა მხოლოდ თქვენს თავზე გადის?
ის, რაც ევროპაში და თუნდაც მსოფლიოში ხდება არის რელიგიის სანახაობრივად შეფუთული დაცინვა. როგორც მადთლმადიდებელს, სრული უფლება მაქვს ეს ყველაფერი არ მომწონდეს. მე ამ ფასეულობებზე გავიზარდე.
პლუს. რელიგია ჩემთვის ფასეულობაზე მეტია. ამიტომაც ვბრაზობ და ვაპროტესტებ, თუმცა დღეს რელიგიურობის გამოვლინებაც გოიმობის ტოლფასია”-წერს ფეისბუქზე ლევან შარაშენიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *