“2024 წელს საქართველო დატოვა 245 ათასამდე ქართველმა”
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების საგანგაშო სტატისტიკას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
“2022 წ. – საქართველო დატოვა 94 ათ.-მდე ქართველმა.
2023 წელი – საქართველო დატოვა 163 ათ.- მდე ქართველმა.
2024 წლი 7 თვე -საქართველო დატოვა 245 ათ.-მდე ქართველმა.
არაფრის გაგება გსურთ,
არაფრის დანახვა,
არაფრის განცდა”
არაფრის გააზრება?!
ჩემი აგრესიული ტონის მიზეზსა და
უკიდურესად გამწვავებულ შეფასებებს
ახსნა ვერ მოუძებნეთ?!
მე არავისგან არაფერი მჭირდება,
არც დახმარება, არც თქვენი ხმა,
არც ჩემდამი პატივისცემის გამომჟღავნება,
არც ხოტბა და არც ქება, –
რასაც ვაკეთებ – ეს ჩემი ვალდებულებაა!
მარადიული არავინაა ამქვეყნად,
და ვერც გახვრეტილ შაურსაც წაიღებს “იქ” ვინმე, –
მაგრამ დატოვებს სახელს,
რომელიც მათ შთამომავლებს გაანადგურებს!
ამ ქვეყნის განადგურება და დაცემა არავის შერჩება!
ახლა, უბრალოდ,
უსაშველო მძიმე სახადია მისახდელი,
კოლექტიური გონებაგამრუდება,
სეთურის ბრბოს სინდრომი და
გაუნათლებლობა რომ შეჰყრია!
არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადამახვევინებს,
მარტოდმარტო უსაშველო უმცირესობაშიც რომ დავრჩე!”
პ.ს.
რაოდენობები დავამრგვალე და არ იფიქროთ,
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობდეს.”