“გთხოვ მაპატიე, მაპატიე ჩემო თოჯინა, რომ ვერ დაგიცავი’-ალენ დელონი
1 min read

“გთხოვ მაპატიე, მაპატიე ჩემო თოჯინა, რომ ვერ დაგიცავი’-ალენ დელონი

🖤🖤🖤ალენ დელონის წერილი რომი შნაიდერს :

“უნდა დაგემშვიდობო, ჩემო თოჯინა. ჰო, ასე გეძახდი, ჩემო პატარა თოჯინა. ახლა მეც შენსავით მარტო ვარ, შენს გვერდით ვზივარ და გიყურებ როგორ გძინავს. გრძელი, შავი კაბა გაცვია, წითელი ნაქარგებით, მგონი ყვავილები უნდა იყოს, მაგრამ ყვავილების მაგივრად შენს სახეს ვუყურებ და პირველად გხედავ ასე დამშვიდებულს. თითქოს ვიღაცამ ყველა დარდი ერთი ხელის მოსმით მოგაშორა. ვფიქრობ შენზე… ჩემზე… ჩვენზე… ნუთუ ჩემი ბრალია?! ვიცი, რომ სიცოცხლე გინდოდა, ვიცი, რომ თავს არ მოიკლავდი, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმ ტკივილის, რომელსაც გულით ატარებდი. გთხოვ, მაპატიე… მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ჩემო თოჯინა, გიყურებ როგორ გძინავს და თვალს ვერ გწყვეტ. როგორ მინდა შენი ყველა ნაკვთი დავიმახსოვრო. არასოდეს ყოფილხარ ასეთი მშვიდი და მშვენიერი. გერმანული დღემდე არ ვიცი, მაგრამ შენ ერთი ფრაზა მაინც მასწავლე: “მე შენ მიყვარხარ”… ჰო, ძალიან მიყვარხარ, ჩემო თოჯინა. მე შენ ყოველთვის მეყვარები.”❤️

წავიდა თავის თოჯინასთან💔

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *