მერაბ დვალიშვილი ჩემპიონია
დაიბადა ახალი ჩემპიონი!
მერაბი მანქანა ჩემპიონია!!!!!!!!!
ლას ვეგასოდან დიდებული ამბავია.
მერაბ დვალიშვილი შერეული ორთაბრძოლების ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა!
ლას ვეგასში,
“სფეროში” მერაბმა უეფსის 306-ე ღონისძიებაზე მოქმედი ჩემპიონი შონ ომალი დაამარცხა და ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველი გახდა, ვინც ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
მერაბ მანქანამ ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო და 4 ჩემპიონი დაამარცხა. ომალის კი აჩვენა, რომ ქართველები კი არ არიან უსუსურები, თვითონ არის უსუსური და ბრიყვი.
მერაბ, დიდი მადლობა ჩემპიონობისთვის.
დიდი მადლობა, რომ მაგ არასპორტსმენს
ჭკუა ასწავლე. ასეთ დღეში ომალი არავის ჩაუგდია.
ხუთივე რაუნდი მოუგო.
აბსოლუტური, გამანადგურებელი უპირატესობა, ჰქონდა ჩვენს ჯილას.
დიდებული, ნაღდი, სანახაობრივი საჩემპიონო შეხვედრა იყო. ყველაფრით ბრწყინვალე იყო ჩვენი ჩემპიონი.
გიგა ჩანადირი
ჟურნალისტი