1 min read
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ხელფასი 16 250 ლარამდე აღარ გაეზრდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ხელფასი 16 250 ლარამდე აღარ გაეზრდება – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით თინათინ ბერძენიშვილს ხელფასი აღარ გაეზრდება.
როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა თავად ითხოვა, რომ ხელფასი არ გაზრდოდა.
2025 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის (დარიცხული) ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო.
წყარო:”მეტრონომი”